საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა იმ პირებსაც შეეძლებათ, რომელთაც 2013 წლის 1 ივლისამდე კორპორაციული დაზღვევა ჰქონდათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ მთავრობის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება მოხდეს.
თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. ზაზა სოფრომაძე:
„ეს აქტუალური საკითხია, რადგან გარკვეულწილად უსამართლობასთან გვაქვს საქმე. მოქალაქეების გაარკვეული ნაწილი ღებულობს გაცილებით ნაკლებს სერვისებს, ვიდრე დანარჩენი კატეგორია. ამიტომ ამ საკითხზე მუშაობა დიდი ხანია, სამინისტროში მიმდინარეობს. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას პირველ რიგში აუცილებელია შესაბამისი ბაზის არსებობა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღებამდე, ანუ 2013 წლის 1 ივნისამდე აღნიშნული კონტინგენტის მოქალაქეების დაზღვევის მენეჯმენტს ახორციელებდნენ კერძო სდაზღვევო კომპანიები და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია სწორედ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია“.