მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგების კვლევა
საყოველთაო ჯანდაცვას აქვს თავისი დადებითი მხარეები: მოცვის გაფართოება, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგების კვლევა

საყოველთაო ჯანდაცვას აქვს თავისი დადებითი მხარეები: მოცვის გაფართოება, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლის მტკიცებულებაა ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში ჯიბიდან გადახდების წილის 60%-მდე შემცირება და შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ზრდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მიმართ.

ასევე დადებითი მხარეა სერვისების უტილიზაციის ზრდა.

რეფორმა დინამიური პროცესია, ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელიც მოითხოვს ცვლილებებს, ახალ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას. ამ დროს, მთავარია თუ რომელ გამოწვევებს პასუხობს მთავრობის მიერ რეფორმების მეორე ტალღით დაგეგმილი ცვლილებები.

ამ საკითხებს ეხებოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ჯანმრთელობის ანგარიში. უცხოელმა ექსპერტებმა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელეს ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის არასათანადო განვითარება.

პირველადი ჯანდაცვა სისტემის საძირკველია. შესაბამისად, ასეთ დიდ პასუხისმგებლობას და დატვირთვას უნდა ჰქონდეს სათანადო ანაზღაურება. ოჯახის ექიმი დღეს არსებული ანაზღაურებით, რაც შეადგენს 600-650 ლარს, ვერ იქნება სისტემის მეკარიბჭე. აღნიშნული მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ინვესტიციებს.

თენგიზ ვერულავა

მედიცინის აკადემიური დოქტორი

ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრის დირექტორი

რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ რედაქტორი

Business Contract

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …