მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების მიმართულებები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ჯანმრთელობის ანგარიშში 2015 - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებულ პროექტად იქნა აღიარებული.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების მიმართულებები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ჯანმრთელობის ანგარიშში 2015 – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებულ პროექტად იქნა აღიარებული.

მსოფლიო ბანკმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ჩაატარეს კვლევა, რომელმაც გამოავლინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ძირითადი მიღწევები: სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რამაც გამოიწვია სამედიცინო სერვისების გამოყენების ზრდა, ფინანსური ბარიერების შემცირება და მოცვის გაფართოვება.

2013 წლიდან დაფიქსირდა სამედიცინო მომსახურების გამოყენებადობის (უტილიზაციის) ზრდა, 2015 წელს ამბულატორიულ მიმართვათა რაოდენობამ ერთ სულ მოსახლეზე შეადგინა – 4.0 (2012 წელს – 2.3), ხოლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 100 სულ მოსახლეზე გაიზარდა 8.0-დან (2012) 12.6-მდე (2015).

ღონისძიების მიზანია საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების მიმართულებების განხილვა და მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პროგრამებთან შედარება. შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგებიან მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის სექტორის მენეჯერი, ენის ბარიში, ასევე წამყვანი ეკონიმისტი, აპარნა სომანათანი.

მოხსენებების შემდგომ გაიმართება დისკუსია საქართველოში მიმდინარე საყოველთაო პროგრამის განვითარების შესაძლებლობებისა და მიმართულებების შესახებ. სემინარი ჩატარდება მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის სექტორის მენეჯერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური ფონდის, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ სათავე დაუდო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსახლეობის უნივერსალურ მოცვას და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან დაფინანსდა 2,4 მილიონზე მეტი შემთხვევა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ოჯახების გაღარიბების თავიდან აცილება უზრუნველყო.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …