შეგახსენებთ: სახელმწიფოს მიერ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება მიმდინარე წლის აგვისტოდან, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეწყდა. გამონაკლისებია სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიული ჩარევები.
მსგავსი შეზღუდვა მოქმედებდა პანდემიის პირველი და მეორე ტალღების პერიოდშიც და ამ რეგულაციის მიზანი იყო საწოლების მონბილიზება კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის.
ეპიდემილოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო, ჯანდაცვის სამინისტროს შეზღუდვის გაგრძელება აღარ მოუწია.