მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 2 კვარტლის ბიუჯეტი უკვე ამოწურულია
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 2 კვარტლის ბიუჯეტი უკვე ამოწურულია- აცხადებს ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის ექსპერტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 2 კვარტლის ბიუჯეტი უკვე ამოწურულია

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 2 კვარტლის ბიუჯეტი უკვე ამოწურულია, – ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ პოლიტიკური მოძრაობა „ახალი საქართველოს“ წევრმა, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის ექსპერტმა, მედიცინის დოქტორმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პროგრამაზე გამოყოფილია 570 მლნ ლარი, აქედან პირველ 6 თვეზე გაწერილია 307 მილიონი ლარი და წლის მეორე ნახევარზე შესაბამისად, 267 მილიონი.

„თუ გავითვალისწინებთ საშუალო თვიურ ხარჯვას, წლის ბოლოს, უკეთეს შემთხვევაში, პროგრამას დასჭირდება მთლიანად 660-670 მილიონი ლარი, ანუ პროგრამას დააკლდება 90-100 მილიონი ლარი, ისევე, როგორც გასულ წელს. ეს არის ბიუჯეტის ხარჯვის ოფიციალური ნაწილი, ანუ ის თანხა რაც გადის ხაზინიდან.

მარტივად, რომ ვთქვა, ის თანხა რაც გუშინ გავიდა ხაზინიდან ამ პროგრამის ფარგლებში, არ ნიშნავს, რომ გასტუმრებული იქნა გუშინწინდელი ხარჯი, ან თუნდაც 1 თვის წინანდელი ხარჯი. როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში,  ხდება 3-4 თვის წინანდელი ხარჯების დაფარვა. მრვალაჯერ მითქვამს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაუგროვდა დავალიანებები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, და ეს დავალიანება ხშირ შემთხვევაში არის 3-4 თვის დავალიანება.

არის შემთხვევები, როდესაც 2015 წლის დეკემბრის შესრულებაც კი არ არის გასტუმრებული. ანუ,  თუ ზემოთ ნახსენებ თანხებს დავამატებთ ამ დავალიანებებსაც, წლის ბოლოს პროგრამის დეფიციტი 100 მილიონი კი არა გაცილებით მეტი იქნება“,

– განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ სერგო ჩიხლაძემ და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მძიმე იქნება წლის ბოლო კვარტალი, როდესაც ბიუჯეტი უკვე მთლიანად ამოწურული იქნება, და გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას მთელი ფინანსური რესურსი არჩევნებზე ექნება დახარჯული, პროგრამაზე დასამატებელი თანხა ფიზიკურად აღარ იარსებებს.

ghn.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …