მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის
საყოველთაო ჯანდაცვა უდავოდ და დადასტურებულად მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელმაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მისცა შვება და დაიცვა ისინი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის 

“საყოველთაო ჯანდაცვა უდავოდ და დადასტურებულად მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი, რომელმაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მისცა შვება და დაიცვა ისინი.

ალბათ გაიხსენებთ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს არც ერთხელ გამოუყენებია რეპრესიული მეთოდები, სამაგალითო დასჯები და არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო არ დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენმა ასეთმა მიდგომამ რიგ კლინიკებს შეუქმნა მცდარი მოლოდინები.

მათ დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ეს თანხები დაეხარჯათ მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მინიმალური მიემართათ პაციენტებისთვის. ამის ატანას არც ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ”.

ეს განცხადება დავით სერგეენკომ კლინიკის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიდგომას არ შეეგუება და ასეთ კლინიკებთან სამომავლოდ თანამშრომლობას არ გააგრძელებს.

შეხვედრაზე მინისტრმა დაანონსა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ტალღა, რომელიც უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მომსახურების ხარისხსა და ხარჯთეფექტურობაზე. კლინიკები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ პაციენტის მკურნალობისთვის აუცილებელ სტანდარტებს გამოეთიშებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.

პირველ ეტაპზე პროგრამიდან გავლენ ის კლინიკები ვინც პაციენტს ფრაგმენტირებულ სერვისებს სთავაზობენ. ცვლილების შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა, უფრო მიზნობრივად დაიხარჯება და სამედიცინო სერვისები პაციენტისთვის უფრო ხარისხიანი და ხელმისაწვდომი გახდება.

კლინიკის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მინისტრმა ერთ-ერთი მსხვილი კლინიკური გაერთიანების მაგალითიც მოიყვანა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოს მენეჯმენტს თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში სთხოვს, ეზოს მოწესრიგებას, თუმცა ისინი აცხადებენ რომ ამას ვერ მოახერხებენ.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მაგალითი აჩვენებს კლინიკების მხრიდან სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებას. შეხვედრას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე და წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …