მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები იგეგმება – ზურაბ აზარაშვილის განცხადება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები იგეგმება – ზურაბ აზარაშვილის განცხადება

საქართველოს მთავრობა აპირებს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა გააუმჯობესოს და პაკეტები უფრო ყოვლისმომცველი და პაციენტზე მორგებული გახადოს. ამის შესახებ  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე, ყოველწლიურ მინისტერიალში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აზარაშვილი თანათავმჯდომარის სტატუსით წარსდგა. მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სახელმწიფო დაფინანსება მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს ფარავს. მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის ახალ სტრატეგიაზეც ისაუბრა, რომელიც 2022 წლის მაისში დამტკიცდა. მისი განმარტებით, დოკუმენტი,  მოიცავს ამბიციურ, მაგრამ რეალისტურ მიზნებს ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, ასევე ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე, უსაფრთხო და ეფექტურ წამლებსა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

„სახელმწიფო დაფინანსება მოსახლეობის, დაახლოებით 95%-ს ფარავს. გარდა საყოველთაო ჯანდაცვისა, სახელმწიფოს აქვს სხვა „ვერტიკალური პროგრამები“, რომლებიც მოიცავს შეუზღუდავ ფინანსურ ხელმისაწვდომობას ტუბერკულოზის, HIV და C ჰეპატიტის მომსახურებებზე. ჯანდაცვის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომელიც 2022 წლის მაისში დამტკიცდა, ადგენს ამბიციურ, მაგრამ რეალისტურ მიზნებს ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად, ასევე  ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე, უსაფრთხო და ეფექტურ წამლებსა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ წამოიწყო რეფორმები, რათა შეიქმნას პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის მოდელი. მიმდინარე ცვლილებები ეხება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, საავადმყოფოებში დაფინანსების ახალი მექანიზმების დანერგვას, არაგადამდები დაავადებებისა და კიბოს სამართავად აუცილებელი მედიკამენტების ფასების რეგულირებას. საქართველოს მთავრობა, აპირებს, კიდევ უფრო გააუმჯობესოს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, გახადოს პაკეტები უფრო ყოვლისმომცველი და პაციენტზე მორგებული,“- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …