საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები ამოქმედა
►სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს:
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად უნარჩუნდებათ.
- მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
► ზაფხულიდან მედიკამენტები დაუფინანსდებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს.
► მიზნობრივი (მოწყვლადი) ჯგუფებისათვის (სულ 19 კატეგორია) ასევე დასაშვებია კერძო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა. მათ სრულად უნარჩუნდებათ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება
►დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია და თვითდასაქმებული, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირები:
- ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით ისარგებლებენ
- კერძო დაზღვევის ქონის შემთხვევაში კი, პროგრამის ფარგლებში ურგენტულ სერვისებს მიიღებენ უცვლელად. ასევე, ხელმისაწვდომი რჩება ონკოლოგიური დაავადებების მკუნრალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) და მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება
►საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს:
- მიეცემათ არჩევანის საშუალება, ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.
- კერძო დაზღვევის პაკეტით სარგებლობის მიუხედავად, მათ შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური (ქიმიო და ჰორმონოთერაპია) დაავადებების მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.
►მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ,მაგრამ დაუფინანსდებათ მშობიარობა/საკეისრო კვეთა
►საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისების მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური მონაცემებით და არა ოჯახის შემოსავლის მიხედვით.
►პროგრამის ფარგლებში მშობიარობა/საკეისრო კვეთა ყველა მოქალაქეს დაუფინანსდება.
►ყველა მოქალაქეს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს სხვა სახელმწიფო პროგრამებით სრულფასოვანი სარგებლობა.