მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, შესაძლოა, დამატებითი ფინანსები დასჭირდეს
მიმდინარე წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 470 მლნ ლარია გამოყოფილი. თიმცა პროგრამას შესაძლოა, დამატებითი ფინანსები დასჭირდეს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, შესაძლოა, დამატებითი ფინანსები დასჭირდეს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია იმ სოციალურ პროგრამებს შორის, რომელსაც ახალი ხელისუფლება ახორციელებს. წლიდან წლამდე პროგრამის დაფინანსება იზრდება. მიმდინარე წელს მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 470 მილიონი ლარია გამოყოფილი. ირკვევა, რომ პროგრამას შესაძლოა, დამატებითი ფინანსები დასჭირდეს. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე არ გამორიცხავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გარკვეული ფინანსური დანამატი დასჭირდეს.

„თანხის დამატებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან ვისაუბრეთ, ეს საკითხი შეთანხმებულია და არანაირი ფინანსური პრობლემა არ არსებობს. თანხის დაზუსტებული ოდენობა არ შემიძლია დავასახელო, თუმცა თუკი ამის საჭიროება დადგება გავივლით შესაბამის კონსულტაციებს და დაზუსტებულ ციფრსაც შემდგომ გავაჟღერებთ”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს არის პროგრამა, რომელიც მოქალაქეების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. სახელმწიფომ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის ზრუნვაზე აიღო პასუხისმგებლობა. ეს პროგრამა არ შეჩერდება და მოქალაქეებზე ზრუნვას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ძალიან ბევრმა ისარგებლა. კმაყოფილების ინდექსი ძალიან მაღალია. ექსპერტებმა, მსოფლიო ბანკმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პროგრამას ძალიან მაღალი შეფასება მისცეს. სწორედ ამ პროგრამის წყალობით, ჩვენ ვართ იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა ვყოფილიყავით – სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, შობადობა გაიზარდა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შობადობის ქვეყანა ვართ. 9 000-ით არის შემცირებული აბორტების რაოდენობაც”, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე. 

medportal.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …