მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა თანაგადახდის პრინციპზე დაფუძნებული პროგრამით უნდა ჩანაცვლდეს
სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ბენეფიციარებისთვის თანაგადახდის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით უნდა ჩაანაცვლოს

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა თანაგადახდის პრინციპზე დაფუძნებული პროგრამით უნდა ჩანაცვლდეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აზრით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა თანაგადახდის პრინციპზე დაფუძნებული პროგრამით უნდა ჩანაცვლდეს

საყოველთაო ჯანდაცვის გამოკითხულ ბენეფიციართა 36% გეგმიური ამბულატორიის მომსახურებს არ იყენებს, რაც დაახლოებით, 1.1 მლნ ბენეფიციარს უდრის, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა „მოქალაქეთა დამოკიდებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართ“ მიმდინარე წლის აპრილში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 1 867 რესპონდენტი გამოიკითხა.

კვლევის შედეგების თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის გამოკითხულ რესპონდენტთა 64%-მა განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში დარეგისტრირებულია,

29%-მა აღნიშნა, რომ არ დარეგისტრირებულა, რადგან ეს მოსარგებლეები სოციალური მომსახურების სააგენტომ ბაზაში ავტომატურად დაარეგისტრირა, ხოლო 7%-მა განაცხადა, რომ არ ახსოვს, ან პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

„შეიძლება ითქვას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის გამოკითხულ ბენეფიციართა 36% არ იყენებს გეგმიური ამბულატორიის მომსახურებს, რაც დაახლოებით 1.1 მილიონ ბენეფიციარს უდრის. თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო თითო დარეგისტრირებულ მოსარგებლეზე 1.11-დან 2.15 ლარამდე იხდის.

გამოდის რომწელიწადში მინიმუმ 12 მილიონი ლარი მილიონზე მეტ ბენეფიციარზე იხარჯება, რომელიც ამ მომსახურებებით არ სარგებლობს“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები.

კითხვაზე – „ბოლო ორი წლის განმავლობაში მოგიხდათ თუ არა გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისთვის თანხის დამატება”, 21% დადებითად პასუხობს, 47% უარყოფითად და 32% აცხადებს, რომ ასეთი მომსახურება არ დასჭირვებია.

კვლევის ავტორებს მაიჩნიათ, რომ ინფორმირებულობის დაბალი მაჩვენებელი შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხზე მეტად თავად მოსარგებლეების პასუხისმგებლობის საკითხია, ვინაიდან სახელმწიფო მოსახლეობის ინფორმირებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ სხვადასხვა საშუალებით ახდენს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ პასიური ბენეფიციარების ავტომატურად დარეგისტრირების პრაქტიკა უნდა შეცვალოს, როდესაც ბენეფიციარმა არც ის იცის რომელ დაწესებულებაში დაარეგისტრირეს და არც ის, რომ საერთოდ დაარეგისტრირეს.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, სამინისტრომ ასევე, უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მზადაა, საკუთარ ჯანდაცვაზე ფინანსური პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს, თუ მასზე მორგებულ პაკეტს შესთავაზებენ.

„ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს გათანაბრებითი მიდგომა დიფერენცირებული მიდგომით შეცვალოს, დაადგინოს როგორია მოსახლეობის ამ ნაწილის მოლოდინები ჯანდაცვის სასურველ სერვისებთან დაკავშირებით და გამოთავისუფლებული რესურსი როგორც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ისე საზოგადოდ, უკეთესი ჯანდაცვისკენ მიმართოს“, – ავხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მათივე თქმით, ყველაზე უკეთესი გამოსავალია, სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ბენეფიციარების გარკვეული კატეგორიებისთვის თანაგადახდის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით ჩაანაცვლოს, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები განახორციელებენ და ყველა ბენეფიციარს მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიის არჩევის საშუალება ექნება.

info9.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …