მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იგივე სტრატეგიით გაგრძელდება
დავით სერგეენკოს ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იგივე სტრატეგიით გაგრძელდება.მიმდინარეობს რეფორმები, რაზეც დეპუტატებს დღეს ინფორმაციას მიაწვდის.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იგივე სტრატეგიით გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ცნობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იგივე სტრატეგიით გაგრძელდება.

ამის თაობაზე მინისტრმა ჟურნალისტებს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის დაწყებისას განუცხადა, სადაც დაგეგმილი რეფორმების, მიმდინარე და სამომავლო პროგრამების შესახებ მოუსმენენ.

სერგეენკო ამბობს, რომ მიმდინარეობს მუდმივი რეფორმები, რაზეც დეპუტატებს დღეს ინფორმაციას მიაწვდის. მისივე განცხადებით, მუდმივ რეფორმებს საჭიროებს ასევე სოციალური დახმარების სისტემა და მისი მეთოდოლოგია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, აღნიშნული რეფორმები ბოლო წლებში ჩატარდა, მაგრამ ის საკმარისი არ არის.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …