ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით გარკვეული ცვლილებებისკენ მოუწოდა.
ჩიქოვანის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უნდა მოხდეს გარკვეული გრადაცია. ჩიქოვანმა გიორგი კვირიკაშვილს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი აზრის დაფიქსირება სთხოვა.
“ხშირ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებები იმისთვის, რომ მეტი ამონაგები მიიღონ არჩევენ მკურნალობა ჩაატარონ სტაციონარში, რაც უფრო მეტი უჯდება სახელმწიფოს, ვიდრე რეალობაში იყოს გამოყენებული. თვლით თუ არა, რომ საყოვალეთაო ჯანდაცვის მიმართულებით ცვლილებებია განსახორციელებელი და გარკვეული გრადაციაა მოსახდენი. შეუძლებელია, თუნდაც მე, ირაკლი ჩიქოვანი, რომელსაც მაქვს დაზღვევა და ამ დაზღვევაში გარკვეულ გადასახდელს ვიხდი, ვსარგებლობდე იგივე პაკეტით, რითაც სოციალურად დაუცველი ადმიანები”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.