მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი უსარგებლოდ იხარჯება
საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი უსარგებლოდ იხარჯება.1.1 მილიონი ლარი 1.1 ბენეფიციარზე ისე, რომ ისინი ამ მომსახურებებით არ სარგებლობენ-საერთაშორისო-გამჭვირვალობა-საქართველო

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი უსარგებლოდ იხარჯება

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მინიმუმ 1.5 მილიონი ზრდასრული მოქალაქე მზად არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ფინანსური ტვირთი სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს.

ამავე კვლევის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის გამოკითხული ბენეფიციარების 36% ჯერ კიდევ არ სარგებლობს გეგმიური ამბულატორიის მომსახურებებით, რაც ნიშნავს რომ სულ ცოტა 1.1 მილიონი ლარი იხარჯება 1.1 ბენეფიციარზე ისე, რომ ისინი ამ მომსახურებებით არ სარგებლობენ.

“მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ჯანსაღად აფასებს ჯანდაცვაზე როგორც საკუთარ, ისე სახელმწიფოს ფინანსურ პასუხისმგებლობას, კერძოდ, გამოკითხულთა დაახლოებით 46% (საქართველოს მინიმუმ 1.5 მილიონი ზრდასრული მოქალაქე) ჯანდაცვაზე ფინანსურ პასუხისმგებლობას სახელმწიფოსთან ერთად საკუთარ თავსაც აკისრებს.

საქართველოს მთავრობას მოსახლეობის ამგვარი განწყობა საშუალებას აძლევს არსებული გათანაბრებითი მიდგომა დიფერენცირებული მიდგომით შეცვალოს და გამოთავისუფლებული რესურსი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანდაცვისკენ მიმართოს, მაგალითად:

გამოკითხულთა 46% მზად არის გადაიხადოს საკუთარ სამედიცინო დაზღვევაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წელს ასეთი ხალხის რაოდენობა 5%-ით მეტი იყო.

1.1. გამოკითხულთა 57%-ს მიაჩნია, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვთ, უფრო მეტი უნდა გადაიხადონ სამედიცინო დაზღვევაში და ამით ნაწილობრივ დააფინანსონ იმ ადამიანების სამედიცინო დაზღვევაც, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს, ხოლო გამოკითხულთა 18%-ს მიაჩნია, რომ ყველა ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე და, შემოსავლის მიუხედავად, თავად დაფაროს საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები.

1.2. გამოკითხულთა 25%-ს მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ხარჯები ნაწილობრივ სახელმწიფომ უნდა გაწიოს, რაც 2013 წელთან შედარებით 9%-ით შემცირდა. იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ სრულად უნდა გაწიოს 2013 წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა.

ამ მონაცემის შესაბამისი ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მინიმუმ 1.2 მილიონი ზრდასრული მოქალაქე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ხარჯები სახელმწიფომ და მოქალაქემ უნდა გაინაწილოს. შედეგები დაწვრილებით იხ. ქვემოთ.

2. საყოველთაო ჯანდაცვის გამოკითხული ბენეფიციარების 36% ჯერ კიდევ არ სარგებლობს გეგმიური ამბულატორიის სერვისებით, რაც იმას ნიშნავს რომ სულ ცოტა 1 მილიონი ლარი ყოველთვიურად იხარჯება 1.1 ბენეფიციარზე, რომლებიც ამ სერვისით არ სარგებლობენ.

არსებული მდგომარეობა: დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხუთი ძირითადი პაკეტით (მინიმალური, საბაზისო, მიზნობრივი, ასაკობრივი და ვეტერანთა) ქვეყნის მთელს მოსახლეობას ფარავს, რაც 2014 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით დაახლოებით 3.7 მილიონი ადამიანია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

1. გეგმიური ამბულატორია, რაც მოითხოვს დარეგისტრირებას;

2. გადაუდებელი ამბულატორია, რაც არ მოითხოვს დარეგისტრირებას;

3. გადაუდებელი სტაციონარი, რაც ასევე არ მოითხოვს დარეგისტრირებას.

საყოველთაო ჯანდაცვის გამოკითხულ რესპონდენტთა 64%-მა განაცხადა, რომ დარეგისტრირებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში.

29%-მა განაცხადა, რომ არ დარეგისტრირებულა (ეს მოსარგებლეები სოციალური მომსახურების სააგენტომ ავტომატურად დაარეგისტრირა ბაზაში გეგმიური ამბულატორიის მომსახურებებისთვის), ხოლო 7%-მა თქვა, რომ არ ახსოვს ან უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე.

მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის გამოკითხულ ბენეფიციართა 36% არ იყენებს გეგმიური ამბულატორიის მომსახურებს, რაც, დაახლოებით 1.1 მილიონ ბენეფიციარს უდრის.

თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო თითო დარეგისტრირებულ მოსარგებლეზე 1.11-დან 2.15 ლარამდე იხდის, გამოდის, რომ წელიწადში მინიმუმ 12 მილიონი ლარი იხარჯება მილიონზე მეტ ბენეფიციარზე, რომელიც ამ მომსახურებებით არ სარგებლობს.

2.1. კითხვაზე ხართ თუა რა დარეგისტრირებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, გამოკითხულთა 64% დადებითად პასუხობს.

2.3. კითხვაზე „ბოლო ორი წლის განმავლობაში მოგიხდათ თუ არა გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისთვის თანხის დამატება” 21% პასუხობს დადებითად, 47% უარყოფითად და 32% აცხადებს, რომ ასეთი მომსახურება არ დასჭირვებია.

3. რეკომენდაციები:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

უნდა შეცვალოს პასიური ბენეფიციარების ავტომატურად დარეგისტრირების პრაქტიკა, როდესაც ბენეფიციარმა არც ის იცის რომელ დაწესებულებაში დაარეგისტრირეს და არც ის, რომ საერთოდ დაარეგისტრირეს.უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მზად არის საკუთარ ჯანდაცვაზე ფინანსური პასუხისმგებლობა სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს თუ მას მასზე მორგებულ პაკეტს შესთავაზებენ.

ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რომელიც საქართველოს მთავრობას საშუალებას აძლევს გათანაბრებითი მიდგომა დიფერენცირებული მიდგომით შეცვალოს, დაადგინოს როგორია მოსახლეობის ამ ნაწილის მოლოდინები ჯანდაცვის სასურველ სერვისებთან დაკავშირებით და გამოთავისუფლებული რესურსი როგორც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ისე, საზოგადოდ, უკეთესი ჯანდაცვისკენ მიმართოს

აქ, ჩვენი აზრით, ყველაზე უკეთესი გამოსავალია, სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩაანაცვლოს ბენფიციარების გარკვეული კატეგორიებისთვის თანაგადახდის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები განახორციელებენ და ყველა ბენეფიციარს ექნება მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიის არჩევის საშუალება.

კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულ იქნა 1867 რესპონდენტი. კვლევა ასახავს საზოგადოებრივ აზრს 2015 წლის აპრილის მდგომარეობით.

[1] ჩვენ კალკულაციისთვის ავიღეთ 2013წ. საპრეზიდენტო არჩევნების მდგომარეობით 18-85+ ქართულენოვანი მოსახლეობა იმ გეოგრაფიულ არეალში, რაც კვლევამ დაფარა (3,185,586 ადამიანი) და არა ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა, რადგან გამოკითხვაში 18 წელზე უმცროსი ასაკის და გარკვეული გეოგრაფიული არეალის რესპონდენტები არ მონაწილეობდნენ.

მაშასადამე, 3,185,586 ადამიანი არის ის პოპულაცია, საიდანაც გამოკითხვისთვის მაქსიმალური დემოგრაფიული და გეოგრაფიული რეპრეზენტატულობის პრინციპებით შევარჩიეთ 1867 რესპონდენტი”,-აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ipress.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …