ბავშვების სასწრაფო სამედიცინო დახმარების “სასწრაფო პედიატრის” გამოძახებებზე დაგვიანების მთავარი მიზეზი ის არის, რომ სასწრაფო დახმარებას მშობლები უმრავლეს შემთხვევებში სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის სწრაფი ტესტის გასაკეთებლად იძახებენ.
ამის შესახებ jandacva.ge-ს სასწრაფო პედიატრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა ყიფიანმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ “სასწრაფო პედიატრი” არაერთი სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერია და მის მომსახურებაში სწრაფი ტესტის გაკეთებაც შედის.
ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა და ყოველდღიურად ვირუსი 20-25 ათას ადამიანს უდასტურდება, ხშირია ბავშვების დაავადების შემთხვევებიც. ამიტომ, 112-ის გარდა, გაიზარდა მოთხოვნა კერძო, სპეციალიზებულ პედიატრიულ სასწრაფო დახმარებებზე.
ეკა ყიფიანის თქმით, მათთან დღეში 300-მდე გამოძახება ფიქსირდება და სავარაუდოდ, ასეთი მაღალი დატვირთვა თებევრვლის განავლობაში შენარჩუნდება.
ყიფიანის განმარტებით, პრობლემაა ისიც, რომ პერსონალის ნაწილი თავადაა ინფიცირებული და ეს მედპერსონალის დეფიციტს ქმნის.
მისივე განცხადებით, ოპერატორები ზარების პრიორიტეტიზაციას ახდენენ და თუ ფიქსირდება გადაუდებელი, მწვავე შემთხვევა, თავისუფალი ბრიგადა აღნიშნულ გამოძახებაზე გადის, მსუბუქი შემთხვევა და ტესტის გაკეთების მიზნით განხორციელებული გამოძახებები კი ყოვდნება.
ცნობისთვის: პედიატრიული სასრაფო დახმარებების მოცდის პერიოდი 1-3 საათამდე და უფრო მეტადაც გაიზარდა. რიგ შემთხვევებში გამოძახებებზე მშობლებს უარს ეუბნებიან.