მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » სასტუმრო QUADRUM: “ომიკრონმა” გუდაური ფაქტობრივად დაცალა

სასტუმრო QUADRUM: “ომიკრონმა” გუდაური ფაქტობრივად დაცალა

სასტუმრო Quadrum-ი გუდაურში ზამთრის სეზონის მიმდინარეობაზე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა და „ომიკრონის“ შტამი გააქტიურდა, გუდაური ფაქტობრივად დაიცალა.

სასტუმროს დამფუძნებელი ირაკლი ერისთავი აცხადებს, რომ ხის კონტეინერებისგან დამზადებულ, ჯამში 23 ნომრიან სასტუმროში ამ დროისთვის 3 ნომერია დატვრითული, აქედან 2 -ადგილობრივი ტურისტია, ერთი  დამსვენებელი ბულგარეთიდანაა.

Quadrum-ის დამფუძნებელი განმარტავს, რომ მიმდინარე ზამთრის სეზონს დასაწყისი კარგი ჰქონდა, დეკემბერში სასტუმრო სრულად იყო დატვირთული, ახლა კი სიტუაცია შეცვლილია.

„გუდაურში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, თუმცა, ხალხის ნაკლებობა მაინც იგრძნობა. ამას მარტო ჩემი სასტუმროს მაგალითზე არ ვამბობ, ტრასებიც უჩვეულოდ ცარიელია.  შეიძლება ეს ახალი წლის შემდგომ პერიოდსაც დავაბრალოთ, თუმცა, ძირითად გავლენას პანდემია ახდენს. ამ აქტივობით მუშაობა რთულია, თუმცა, რას ვიზამთ, ბიზნესის შენარჩუნების პოზიციაზე ვართ. ჯავშნებიც არ გვაქვს. იმედია არ დაგვხურავენ,“ – აცხადებს ერისთავი.

https://business-partner.ge/

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …