საქართველოს ეპიდემიოლოგიურ რუკაზე კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე კარგი მდგომარეობა გურიაში, ყველაზე რთული კი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთშია.
datacov.moh.gov.ge-ზე განთავსებული რუკის მიხედვით, კოვიდ 19-ის გავრცელების მასშტაბების ერთერთი ყველაზე რელევანტურ ინდიკატორად დადებითობის, ანუ ჩატარებული ტესტებიდან კოვიდინფექციაზე დადებითი პასუხის პროცენტული მაჩვენებელი მიიჩნევა. ეს მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით, დღიურ ჭრილში 5,5%-ს აღწევს. რეგიონების მიხედვით კი მაქსიმალური მონაცემი, 6,6% რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში ფიქსირდება. მეორე ადგილზეა კახეთი 6,4%-ით, მესამეზე კი თბილისი 5%-იანი მაჩვენებლით.
რუკაზე მწვანე რეგიონად გურიაა აღნიშნული, სადაც ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტებიდანდ დადებითი პასუხი მხოლოდ 1%-ის შემთხვევაში დაფიქსირდა. კარგი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა აჭარაშიც, სადაც დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,1%-ია. 1,4%-ია სამცხე-ჯავახეთში, 1,6% სამეგრელო-ზემო სვანეთში.