წელს პირველად (თუკი არ ჩავთვლით საახალწლო დღეებში დაფიქსირებულ მაჩვენებელს, რაც ტესტირებებზე მიმართვიანობის შემცირებით აიხსნება და ვერ ჩაითვლება რეალურ სტატისტიკად), გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის დადასტურების სამნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა. ვირუსი 910 ადამიანს დაუდასტურდა. თუმცა დადებითობის მაჩვენებელი ისევ მაღალი რჩება და შეადგენს: დღიური – 13,61%, ბოლო 14 დღის – 20,44%, ბოლო 7 დღის – 17,28%.
სულ გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 6 685 ტესტი ჩატარდა.
რეკორდული ვარდნაა აცრების მაჩვენებელში: გასულ დღე-ღამეში ვაქცინაცია მხოლოდ 92-მა ადამიანმა ჩაიტარა. სტაციონარებზე დატვირთვა მნიშვნელოვნად შემცირდა და ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებში 2400-მდე ადამიანი იმყოფება.