მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საქართველოში საკეისრო კვეთების 15% სამედიცინო ჩვენების გარეშე, დედის მოთხოვნით ტარდება

საქართველოში საკეისრო კვეთების 15% სამედიცინო ჩვენების გარეშე, დედის მოთხოვნით ტარდება

2020 წელს საქართველოში საკეისრო კვეთით მიღებული მშობიარობების წილმა მშობიარობების საერთო რაოდენობაში 40,6% შეადგენდა. მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზეა განთავსებული. სტატისტიკის თანახმად, 1000 ცოცხლადშობილზე 400  საკეისრო კვეთა მოდის და ამ მონაცემით საქართველოს მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ადგილი უკავია. მასზე მაღალი მაჩვენებელი აქვს თურქეთსა და კორეას.

ჩატარებულ საკეისრო კვეთებს შორის უმეტესობის – 40%-ის ჩვენება მანამდე ჩატარებული საკეისრო ოპერაციაა, ფიზიოლოგიური ჩვენება საკეისრო კვეთის მიზეზი მხოლოდ 14%-ის შემთხვევაში გახდა, ნაყოფის მდებარეობის ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა შემთხვევათა 12 %-ში, დედის მოთხოვნით საკეისრო კვეთა კი 15%-ში ჩატარდა.

მედიკოსები ბუნებრივი მშობიარობის მთავარ უპირატესობად ახალშობილში სხვადასხვა გართულების, მათ შორის სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების დაბალ რისკს ასახელებენ.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქირურგიული  მეთოდის გამოყენება მშობიარობათა  მხოლოდ  10-15%-შია აუცილებელი – როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობა ნაყოფის ან დედის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის და ქირურგიული ჩარევის  აუცილებლობა სამედიცინო ჩვენებით დასტურდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო, 2016 წლის მონაცემებით, საკეისრო კვეთის მაჩვენებელი მშობიარობის საერთო რაოდენობის 43%-ს შეადგენდა. ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლობის გარეშე საკეისრო კვეთების რიცხვის შესამცირებლად რეგულაციები აამოქმედა.  2017 წლის პირველი მარტიდან ჯარიმები დაწესდა იმ კლინიკებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკეისრო კვეთებს არ შეამცირებენ.

ჯარიმების ამოქმედებამდე სახელმწიფომ კლინიკებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა თანახამდ ექიმი ვალდებულია, განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები, რათა შეეცადოს გადააფიქრებინოს ამ სახის ოპერაციის ჩატარება. ამასთან სახელმწიფომ უარი თქვა იმ საკეისრო კვეთების სრულად დაფინანსებაზე, რომლებიც პაციენტის მოთხოვნით ტარდება. ასეთ შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მხოლოდ ფიზიოლოგიური მშობიარობის ღირებულებას, 500 ლარს იხდის.  300 ლარის დამატება კი მშობიარეს უწევს.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …