მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში ორსულები და მეძუძური დედებიც იცრებიან – სპეციალისტების რეკომენდაციები

საქართველოში ორსულები და მეძუძური დედებიც იცრებიან – სპეციალისტების რეკომენდაციები

ორსულებს და მეძუძურ დედებს კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება თავისუფლად შეუძლიათ და ეს მათთვის, ისევე როგორც მათი შვილებისთვის, მხოლოდ დადებითი ეფექტის მომტანი იქნება. ამის შესახებ jandacva.ge-სთან იმუნოლოგები და ინფექციონისტები აცხადებენ.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, როგორც ორსული, ისე მეძუძური დედები საქართველოში უკვე იცრებიან, თუმცა საუბარია მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინაზე.

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, გათვალისწინებულია სარგებლისა და რისკის ფაქტორები და თუ დედას სურს და სჭირდება ვაქცინის გაკეთება, ეს აკრძალული არ არის და შეუძლია, ვაქცინა ყოველგვარი შიშის გარეშე გაიკეთოს.

როგორც თბილისის ინფექციური კლინიკის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, სხვადასხვა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში დადასტურებულია, რომ დედის რძიდან ანტისხეულებს ბავშვიც იღებს, რაც ვაქცინაციის სიკეთეა. მისი თქმით, უშუალოდ კოვიდ-ვაქცინის შემთხვევაში ჯერ არ არის დაზუსტებით ცნობილი, რამდენად დიდი კონცენტრაციით ხვდება ამ გზით ანტისხეულები ბავშვის ორგანიზმში, თუმცა, მეძუძური დედის იმუნიზაციის შედეგად გარკვეულ დაცვას ბავშვიც იღებს. შესაბამისად, მისი რეკომენდაციაა როგორც მეძუძური, ისე ორსული ქალების მიმართ, გაიკეთონ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …