ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამით ომიკრონით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებისთვის გამართულ ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იყო 10-მდე საეჭვო შემთხვევა, რომელთაგან ორ შემთხვევაში სწორედ ომიკრონი გამოვლინდა. დანარჩენი შემთხვევები დელტა და დელტა+ შტამებს უკავშირდება. ორივე დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა,რომელთაგან ერთს აქვს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია. ერთ შემთხვევაში 16 კონტაქტი გვაქვს, მეორეში 10.
ორივე ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს და დაავადების მიმდინარეობა მსუბუქია. გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტებს დაბალი ტემპერატურა, სურდო და ცხვირის “გაჭედვა” აღენიშნება. ისინი ახალგაზრდა ასაკის არიან.