საქართველოში „ომიკრონის“ შტამის კიდევ 19 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
მათივე მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ჯამში „ომიკრონის“ 48 შემთხვევაა დაფიქსირებული.
შეგახსენებთ, საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების შემთხვევები პირველად 20 დეკემბერს გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კი გუშინ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ „ფაქტობრივად „ომიკრონის“ შტამმა ქვეყანაში ცირკულაცია დაიწყო“.
1tv.ge