მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში „ომიკრონის” შემთხვევა დადასტურებული არ არის

საქართველოში „ომიკრონის” შემთხვევა დადასტურებული არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში „ომიკრონის” შემთხვევა დადასტურებული არ არის. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე საეჭვო შემთხვევა შეისწავლეს, თუმცა, ახალი შტამი არ დაფიქსირდა.

„რამდენიმე შემთხვევა ჩაითვალა საეჭვოდ. შევისწავლეთ, მაგრამ არ დადასტურდა. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით დაკვირვებას”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სპეციალისტების განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი ქვეყანაში დეკემვერში გამოვლინდება და იანვარ-თებერვალში ახალ შემთხვევებს შორის დომინანტური გახდება.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …