საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება. გასულ დღე-ღამეში ჩატარებული 9750 ტესტიდან დადებითი პასუხი 578 შემთხვევაში, ანუ 5,93%-ში დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 659 პირი.
არ იკლებს გარდაცვალების მაჩვენებელი – გასულ დღე-ღამეში კორონავირუსს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა.
დადებითობის 14 დღიანმა მაჩვენებელმა 3,06%, ბოლო 7 დღეში კი 3,58% შეადგინა.
სულ აცრილია – 30209, დღიურად აცრილია – 1025
მკვეთრად მოიმატა სტაციონარში მყოფი პაციენტების რაოდენობამ და 3174 შეადგინა.