მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 16 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 16 ათასს გადააჭარბა

ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებას განაგრძობს – ბოლო 24 საათში კორონავირუსი 8 455 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების 22,9%-ია. 

ამასთან, მაღალია ლეტალობის მაჩვენებელი: ბოლო 24 საათში 41 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. შედეგად, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კიოვიდ 19-ისგან გარდაცვალების მაჩვენებელმა 16 ათასს გადააჭარბა და  16 022 შეადგინა. 

მცირდება აცრის მაჩვენებელი – ერთ დღეში ვაქცინაცია მხოლოდ 2 901-მა ადამიანმა ჩაიტარა. 

დღითიდღე მცირდება სტაციონარში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა – ამ ეტაპზე კლინიკებში 5 096 ადამიანი მკურნალობს. 

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …