საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა და 14 009 შეადგინა. მათგან მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში 67 პაციენტი დაიღუპა. 13 მეათასე კოვიდპაციენტი საქართველოში 18 დეკემბერს გარდაიცვალა. შესაბამისად, 16 დღეში ქვეყანამ 1000-ზე მეტი მოქალაქე დაკარგა.
გასულ დღე-ღამეში დადასტურდა 3 590 შემთხვევა, რაც ჩატარებული ტესტების 9,13%-ს შეადგენს.
გუშინ ქვეყნის მასშტაბით 4 520 ადამიანი აიცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 394 ინფიცირებული იმყოფება.