კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დღიური მაჩვენებელი იკლებს, თუმცა – მცირე ტემპებით და ინფიცირებულთა რაოდენობა 24-საათიან ინტერვალში ისევ 1000-ს აჭარბებს. გასული დღე-ღამის მონაცემებით, ვირუსი 1030 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 706.
ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებელი ქვეყანაში 300 ათასს უახლოვდება და ამ ეტაპზე 292244-ს შეადგენს.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, გასულ 24 საათში კოვიდინფექციის გართულების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ჯამში გარდაცვლილია 3908 პაციენტი.
ყოველდღიური გამოვლენის შემცირების მიუხედავად, იზრდება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა და ამ მომენტისთვის კლინიკებში 2616 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება.
ასევე მატულობს დადებითობის მაჩვენებელი – დღიურად მან 3,14% შეადგინა, ბოლო 14 დღეში- 2,68%, ბოლო 7 დღეში – 2,82%.
აცრილია 24917 ადამიანი, რაც მოსახლეობის 0,7%-ს შეადგენს. აცრილთა დღიური რაოდენობა 1424-ია.