კოვიდ-ვაქცინაციის დაწყებიდან ამ დრომდე საქართველოში მოსახლეობის 0,2 %-ია აცრილი. კერძოდ, ამ მომენტისთვის აცრა 7832 პირია აცრილი, ბოლო დღე-ღამეში კი აცრა 1055 ადამიანმა გაიკეთა. უკვე მეორე დღეა, ეს მაჩვენებელი 1000-ზე მეტია.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაცია პირველ ეტაპზე მხოლოდ მედიკოსებს უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა დაბალი მოთხოვნის გამო იმუნიზაციის პროცესში 65 წელს გადაცილებული პირებიც ჩაერთვნენ, 5 აპრილიდან კი აცრის გაკეთების საშუალება 55 წელს გადაცილებულ პირებს, ასევე დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებსაც მიეცემათ.
ჯანდაცვის სამინისტროს თავდაპირველი გეგმის თანახმად, იმუნიზაციის დაწყებიდან, 15 მარტიდან, ყოველდღიურად ქვეყანაში 3 ათასი ადამიანი უნდა აცრილიყო. შესაბამისად, ამ ეტაპზე მოსა იმუნიზაცია მოსახლეობის 1%-ზე მეტს უნდა ჰქონოდა ჩატარებული. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ქვეყანაში იმუნური ფენის ჩამოყალიბებისა და რეგულაციების სრულად მოხსნისთვის მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი. ამ მაჩვენებლის მიღწევა, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, წლის ბოლოსთვის იგეგმება.