საქართველოში კორონავირუსით დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3%-ს უახლოვდება. გასულ დღე-ღამეში 359 შემთხვევა დადასტურდა, შესაბამისად, დადებითობის წილმა 2,62% შეადგინა. ბოლო 14 დღეში ეს მაჩვენებელი 2,31%-ია, ბოლო 7 დღეში კი – 2,51%გასულ დღე-ღამეში 526 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი.
გაიზარდა ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა და 2422 შეადგინა.
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 295