საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამურმა რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა. საუბარია დადასტურებულ შემთხვევებზე. ბოლო 24 საათში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 1226 შეადგინა.
გამოჯანმრთელდა 688.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურ ჭრილში 4,38%, ბოლო 14 დღეში 3,55%, ბოლო 7 დღეში კი 4,37% შეადგინა.
გუშინ აიცრა 1426 ადამიანი და, შესაბამისად, აცრილთა საერთო რაოდენობამ 33337-ს მიაღწია.
იზრდება დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე – ამ ეტაპზე სტაციონარებში 3424 ადამიანი მკურნალობს.
კლინიკურ სასტუმროში 621 ინფიცირებული იმყოფება.