საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და შედეგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კოვიდ 19-ით დაღუპულთა რიცხვმა 5012 შეადგინა, რაც დადასტურებული შემთხვევების 1,4%-ია.
რაც შეეხება ინფიცირების სტატისტიკას, ამ კუთხით სიტუაცია უმჯობესდება – გასულ 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზი 695 ადამიანს დაუსვეს, რაც ჩატარებული ტესტების 1,84%-ია.
სულ აცრილია 197114, დღიურად აცრილია – 6083.
მცირდება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პაციენტების რიცხვი და ეს მონაცემი ამ ეტაპზე მ3175-ია.