საქართველოში ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია, საუბარია 18 წლამდე 103 927 ბავშვსა და მოზარდზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აქედან 6979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა და სამწუხაროდ, 9 ლეტალური შემთხვევა გვქონდა. თუ არ ჩავთვლით 3 ჩვილს, დანარჩენ ყველა შემთხვევაში იყო თანმხლები, მძიმე გენეტიკური დაავადება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.