საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა.
ერთი კვირის სტატისტიკის თანახმად, დადასტურდა 1 058 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.
წინა კვირაში ინფიცირების მაჩვენებელი 616 იყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი
7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 1.67%, რაც გასული კვირის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება – გასულ კვირაში დადებოთობა 0,78%-ს შეადგენდა.