საქართველოში 50 991 სამედიცინო პერსონალიდან 37 496 ექიმი, ექთანი და სანიტარი ვაქცინირებულია, 13 495 კი შესაბამისად – აუცრელი.
უფრო კონკრეტულად, „ინტერპრესნიუსის“ მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, 22 713 ექიმიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 18 961, აუცრელი კი 3752. ასევე, 22 376 ექთნიდან ერთჯერადად აცრა გაკეთებული აქვს 15 119-ს, ხოლო აუცრელია 7257 ექთანი. რაც შეეხება სანიტარს, 5 902 სანიტრიდან ერთი დოზით ვაქცინირებულია 3 416, აუცრელია 2 486.
რაც შეეხება არასამედიცინო პერსონალს, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში 32 785 არასამედიცინო მიმართულების თანამშრომელი მუშაობს, საიდანაც მინიმუმ ერთჯერადად ვაქცინირებულია 25 998 პირი, ხოლო ვაქცინა გაკეთებული საერთოდ არ აქვს 6 787 პირს.
ასევე, „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი აუცრელი ექიმი დედაქალაქშია.
კერძოდ, თბილისში დასაქმებული 13 553 ექიმიდან ერთჯერადად ვაქცინირებულია 11 510 პირი (84,9%), აუცრელია 2043.
მონაცემები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
ქვემო ქართლში 1367 ექიმიდან ერთჯერადად ვაქცინირებულია 1051 (76,9%); აუცრელია 316;
აჭარაში – 1706 ექიმიდან ერთჯერადად ვაქცინირებულია 11510 (87.5%), აუცრელია 214;
იმერეთში 2318 ექიმიდან ვაქცინირებულია ერთჯერადად 1845 (79,6%), აუცრელია 473 პირი;
სამეგრელო – ზემო სვანეთში – 1054 ექიმიდან ვაქცინირებულია 899 (85,3%), აუცრელია 155;
სამცხე ჯავახეთში – 293 ექიმიდან ვაქცინირებულია ერთჯერადად 235 (80,2%), აუცრელია 58;
კახეთში – 983 ექიმიდან ერთჯერადად ვაქცინირებულია 765 (77,8%); აუცრელია 218;
მცხეთა-მთიანეთში – 274 ექიმიდან ვაქცინირებულია 221 (80,7%), აუცრელია 53;
გურიაში -273 ექიმიდან ვაქცინირებულია ერთჯერადად 235 (86,1%), აუცრელია 38 პირი.
რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში – 102 ექიმიდან ვაქცინირებულია 85 (83,3%), აუცრელია 17;
შიდა ქართლში – 790 ექიმიდან ვაქცინირებულია ერთჯერადად 623 (78,9%), აუცრელია 167.
რაც შეეხება ექთნებს:
დედაქალაქში 10 979 ექთნიდან ვაქცინირებულია ერთჯერადად 7614 (69.4%);
ქვემო ქართლში – 1489 ექთნიდან ერთჯერადად ვაქცინირებულია 835 (56,1%);
აჭარაში – 2198 ექთნიდან ვაქცინირებულია 1780 (81%);
იმერეთში – 3055 ექთნიდან ვაქცინირებულია 1853 (60,7%);
სამეგრელო -ზემო სვანეთში – 1152 ექთნიდან ვაქცინირებულია 865 (75,1%);
სამცხე ჯავახეთში – 569 ექთნიდან ვაქცინირებულია 374 (65,7%);
კახეთში – 1027 ექთნიდან 591-ია ვაქცინირებული (57,6%);
მცხეთა-მთიანეთში – 372 ექთნიდან ვაქცინირებულია ერთჯერადად 253 (68%);
გურიაში – 341 ექთნიდან ვაქცინირებულია 270 (79,2%);
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში – 248 ექთნიდან ვაქცინირებულია 178 (71.8%);
შიდა ქართლში – 946 ექთნიდან ვაქცინირებულია 506 (53,5%)
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაცია 2021 წლის 15 მარტიდან – 2022 წლის 2 თებერვლის პერიოდს მოიცავს.