მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საქართველოში ჯანდაცვაზე „ჯიბიდან“ გაწეული ხარჯები 43%-ს აღემატება

საქართველოში ჯანდაცვაზე „ჯიბიდან“ გაწეული ხარჯები 43%-ს აღემატება

საქართველოში სამედიცინო სერვისებში ჯიბიდან გადახდების წილი აღემატება ჯანმოს მიერ დადგენილ 30%-იან დონეს, რაც ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯების მატების რისკზე მიუთითებს.

ამის შესახებ საუბარია  საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში.

“ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და, შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა განსაკუთრებით იმ პირებისთვის, რომელთა მოცვა აქამდე არ ხდებოდა (საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებით მოცვის ინდექსი – 1996 – 46.7% და 2019 – 68.1%). შემცირდა ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი და 2020 წელს, პირველად სახელმწიფო დანახაჯების წილმა გაადააჭარბა ჯიბიდან გადახდებს,” – ნათქვამია დოკუმენტში, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ჯიბიდან გადახდების წილი, კვლავ აღემატება ჯანმოს მიერ დადგენილ 30%-იან დონეს, რაც ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯების მატების რისკზე მიუთითებს.

კერძოდ, ბოლო, 2020 წლის მონაცემებით, ჯიბიდან გადახდების წილი ჯანდაცვაზე მიმდინარე დანახარჯებში 43,5%-ს შეადგენს, სახელმწიფოს წილი კი 46,7  პროცენტია.

სტრატეგიის თანახმადვე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ უზრუნველყო  პაციენტებისთვის სამედიცინო დაწესებულებების თავისუფალი არჩევანი, თუმცა, პირველადი ჯანდაცვის, როგორც  სისტემის  ეგრეთ წოდებული „მეკარიბჭის“ ფუნქცია, კვლავ სუსტი რჩება. ამიტომ პირველადი ჯანდაცვის სერვისების არასაკმარისად გამოყენება განაპირობებს ძვირადღირებული სპეციალიზებული მოვლის არარაციონალურ გამოყენებას და ფინანსური რესურსების არაეფექტიანად ხარჯვას, რისი მიზეზებიც დამატებით მოკვლევას საჭიროებს. ამასთან, სრულყოფილად არ არის უზრუნველყოფილი რეაბილიტაციის, გრძელვადიანი მოვლისა და პალიატიური მოვლის სერვისების სრული მოცვა.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …