ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-19-ის დადასტურებული და ასევე ლეტალობის შემთხვევების რაოდენობამ მცირედით იკლო.
კერძოდ, გამოვლინდა ინფიცირების 4 732 შემთხვევა, გარდაიცვალა 72 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 9,33%, ბოლო 14 დღის – 9,77%, ბოლო 7 დღის – 9,11%.
ერთ დღეში აიცრა 8 233 ადამიანი. კლინიკებში 6 614 პაციენტი მკურნალობს (გუშინ იყო 6718), კლინიკურ სასტუმროებში – 1 175.