საქართველოში ეპიდსიტუაცია მცირედით გაუმჯობესდა – ბოლო 24 საათის მონაცემებით, დაინფიცირდა 3 731 ადამიანი, ამავე პერიოდში 72 პაციენტი გარდაიცვალა.
შემცირდა დადებითობის მაჩვენებელი და შეადგინა: დღიური – 7,37%, ბოლო 14 დღის – 8,78%, ბოლო 7 დღის – 8,53%.
ერთ დღეში 11 099 ადამიანი აიცრა.
ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იზრდება და ამ ეტაპზე კლინიკებში 6 541 ადამიანი მკურნალობს. კლინიკურ სასტუმროებში 1 144 ინფიცირებული იმყოფება.