მიმდინარე წლის 25 მარტის მონაცემებით აივ ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სულ ცენტრში რეგისტრირებულია 9268 აივ ინფიცირებული პირი, 6917 – მამაკაცია და 2351 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4645 პაციენტს განუვითარდა, 1956 გარდაიცვალა.
25 მარტის მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 5740 პაციენტი, მათ შორის 40 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 34.6 %
(3207) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 50.5 % (4683) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.6 % (1170) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.2 % (115) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (42) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (51) – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3478 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1230; შემდეგ იმერეთში 1110; აჭარაში 1069; აფხაზეთში (540); კახეთში (462) ქვემო ქართლში (539); შიდა ქართლში (356); გურიაში (198); სამცხე-ჯავახეთში (129) და ა.შ.
სულ საქართველოში გამოვლენილია 123 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 – ვაჟი, 51 – გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.
ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს – 564; 2015 წელს – 717; 2016 წელს – 719; 2017 წელს – 631, 2018 წელს – 672, 2019 – 668; 2020 წელს – 530; 2021 წელს _ 530; 2022 წელს – 106.
2022 წელს გარდაიცვალა 19 აივ ინფიცირებული. 2021 წ. -144, 2020 წ. – 157, 2019 წ. –
116, 2018 წ. – 135, 2017 წ. – 127, 2016 წ. – 168, 2015 წ. – 94, 2014 წ. – 84 პირი.
2022 წელს 19 გარდაცვლილთაგან: 13 მამაკაცია და და 6 ქალი.