მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოში 2021 წლის 6 თვეში კოვიდ-19-ით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე მთელი 2020 წლის განმავლობაში

საქართველოში 2021 წლის 6 თვეში კოვიდ-19-ით უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე მთელი 2020 წლის განმავლობაში

2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში კოვიდ-19-ით იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე მთელი გასული წლის განმავლობაში.

საქსტატის მონაცემებით, COVID-19 შარშან 2 587 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა, რაც ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევების 5.1%-ია. 2021 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით კი ამ მიზეზით უკვე 2729 ადამიანია გარდაცვლილი.

ახალი კორონავირუსისგან პირველი პაციენტი საქართველოში გასული წლის 4 აპრილს გარდაიცვალა, გარდაცვალების მაქსიმალური დღიური მაჩვენებელი 19 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც ინფექციას 53 ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოში, სიკვდილიანობა დადასტურებული შემთხვევების 1,4%-ია. მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 1,5-დან 2,5%-მდეა. სპეციალისტების განმარტებით, ვაქცინირებულ მოსახლეობაში გარდაცვალების მაჩვენებელი 0,0007%-მდე მცირდება. შესაბამისად, სპეციალისტების შეფასებით, თუ წელს მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა მოხერხდება, მომავალი წლიდან კოვიდ-19-ით გარდაცვალების სტატისტიკა უნდა გაუმჯობესდეს.

ამ ეტაპზე ქვეყანაში  261,652 ადამიანია აცრილი, მათ შორის ორჯერადად 100,072. თუმცა აცრილთა ნახევარი 18-დან 54 წლამდე პირია, სიკვდილიანობის შესამცირებლად კი პრიორიტეტული ხანდაზმულთა ვაქცინაციაა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …