ვფიქრობ, შემოდგომიდან 12 წლის ასაკიდან აცრებს ჩვენც დავიწყებთ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუქ-ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ასაკობრივი ზღვარის დაწევაზე მსჯელობა მიმდინარეობს როგორც იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტშ, ისე საკოორდინაციო საბჭოზე და ქვეყანა ამ საკითხზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდება.
„ბევრმა ქვეყანამ თავისი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან მოზარდებს ძირითადად ფაიზერით და მოდერნათი, რადგან კლინიკური კვლევები ამ ორ ვაქცინაზე ამ სააკში დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტურია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებებს. როგორც კი ეს რეკომენდაციები იქნება ძლიერი მარეგულირებლების მხრიდან, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ,შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ ამ ასაკის აცრებს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.