საქართველოში 12-დან 15 წლამდე ასაკის 3768 მოზარდი მინიმუმ ერთჯერადადაა აცრილი. მათგან ორჯერადად – 2620.
12345 მოზარდია მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებული 15-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში. მათგან 10757 ორჯერადაა აცრილი.
ინფორმაცია 23 იანვრამდე პერიოდს ასახავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო აცრისთვის მინიმალური ასაკი 12 წელია, ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები „ფაიზერთან“ 5 წლიდან ასაკის ბავშვების იმუნიზაციის დაწყების მიზნით.