მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შეფასება 2021 წლის მონაცემებს ასახავს – ჯანმოს განმარტება

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შეფასება 2021 წლის მონაცემებს ასახავს – ჯანმოს განმარტება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა ჯანმოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. ორგანიზაციის განმარტებით, ანგარიში, რომელშიც მოსახლეობის ფინანსური დაცვის ნაკლებობასა და მაღალ თანაგადახდაზეა საუბარი, 2021 წლის მონაცემებს ეყრდნობა.

განმარტებაში ვკითხულობთ:

„უახლესი ანგარიში „ჯანმრთელობის დაცვის სისტემები მოქმედებაში” ხაზს უსვამს ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევებს საქართველოში:

1️. ამბულატორიულ მედიკამენტებზე მაღალი ფასები ჯიბიდან მაღალი გადახდების უმთავრესი მიზეზია.

2️. საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტია.

3️. ქვეყნის დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია.

ანგარიში ეყრდნობა 2021 წლის მონაცემებს.

ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანმო თანამშრომლობენ ფინანსური დაცვის და ხარისხის მართვის სისტემის გასაძლიერებლად და არაგადამდები დაავადებების ტვირთის შესამცირებლად.“

შეგახსენებთ, რომ ჯანმოს ევროპის ბიურომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბრობს, რომ საქართველო ჯანმრთელობის საყოველთაო მოცვისკენ მიმავალ გზაზე დგას, თუმცა ჯანდაცვაში ხარვეზები კვლავ რჩება

– მათ შორის ფინანსური დაცვის ნაკლებობა და ჯანდაცვის მუშახელის დეფიციტი.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …