მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველოს „ასტრაზენეკას“  17 ათასი დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაუფუჭდა

საქართველოს „ასტრაზენეკას“  17 ათასი დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაუფუჭდა

საქართველოს 17 ათასი „ასტრაზენეკასკოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გაუფუჭდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ პრეპარატებს ნაწილს ვადა სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის ბოლოს გასდიოდა. გამყრელიძის თქმით, მისი სურვილი იყო, რომ ამ ვაქცინას საქართველოში  ფართომასშტაბიანი გამოყენება ჰქონოდა, თუმცა დანარჩენ 3 ვაქცინასთან შედარებით მასზე მოთხოვნა დაბალი იყო და სამწუხაროდ, ათასობით ვაქცინა გამოუყენებელი დარჩა. 17 ათასი ვადაგასული ვაქცინიდან 15 ათასი დოზა დონაციითაა მიღებული.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინურ ვაქცინებს ვადა 2-დან 3 წლამდე აქვთ ანუ მათი გამოყენება ქვეყანას 2023 წლის შუა რიცხვებამდე შეუძლია. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში კი ეს ვადა 6-თვიანი იყო. რაც შეეხება „ფაიზერს,“ გამყრელიძის განმარტებით, კვლევების შედეგად „ფაიზერმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა მის ვაქცინას, რომრლიც -60-დან -90 გრადუსზე ინახება, ვარგისიანობის ვადა 6 თვიდან 9 თვემდე, ანუ დამატებით 3 თვით გაუხანგრძლივდეს.

რაც შეეხება ვაქცინაციის დაბალ ტემპებს, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ა კუთხით ცნობადობა გაიზარდა, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან რეზისტენტობა (ანუ წინააღმდეგობა) მაღალია. ამიტომ, თუ არ იქნება მიღებული რაიმე სახის ღონისძიებები, ეს მაჩვენებელი არ გაიზრდება.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …