მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საქართველომ უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანებისთვის ყველანაირი კოვიდ-რეგულაცია მოხსნა

საქართველომ უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანებისთვის ყველანაირი კოვიდ-რეგულაცია მოხსნა

უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან.

აღნიშნულს ითვალისწინებს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში“ შესული ცვლილებები,  რომლებიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაში დღეიდან შევიდა.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …