მთავარი » რეფორმები » საქართველომ ჯანდაცვაში სერიოზული ნაბიჯები გადადგა
ჯანდაცვაში

საქართველომ ჯანდაცვაში სერიოზული ნაბიჯები გადადგა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს Global Alliance for Health and Social Compact-ს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი, გაეროს აივ/შიდისის გაერთიანებული პროგრამის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა ჟან-ელი მალკინმა, პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოსთვის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ მოსახლეობისთვის ჯანდაცვის შენარჩუნება მთავარი ფასეულობაა და ეს არის საყრდენი ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი დონის ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროში. ჩვენ ვიმუშავებთ ქართველ ექსპერტებთან ერთად, რათა ჯანდაცვის რეფორმა წარმატებული გავხადოთ და საქართველოს მოსახლეობას მაღალი ხარისხის ევროპული სტანდარტების ჯანმრთელობის დაცვაზე ხელმისაწვდომობა გავუმარტივოთ. ეს იქნება გამჭვირვალე და ღია პროცესი. ყველა ერთად შევიმუშავებთ მოდელს, რომელიც სიახლე იქნება მსოფლიოსთვის და დაყრდნობილი იქნება ჩვენი ექსპერტების გამოცდილებაზე”, – ჟან-ელი მალკინმა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …