მთავარი » რეფორმები » საქართველომ ჯანდაცვაში სერიოზული ნაბიჯები გადადგა წინ
ჯანდაცვაში

საქართველომ ჯანდაცვაში სერიოზული ნაბიჯები გადადგა წინ

ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა გრძელვადიან ხელშეკრულებას საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან: Global Alliance for Health and Social Compact.

ჯგუფის ამოცანაა, ჯანდაცვის თვისობრივად ახალი ინოვაციური მოდელის შექმნა. მათი გამოყენების ერთ-ერთი საბაზისო პრინციპი იქნება ევროპული სამედიცინო სტანდარტების 100%–ით დაცვის პირობებში ჯანდაცვასა და სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯების შემცირება.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ჯგუფის კოორდინატორმა ჟან ლი მალკინმა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჯანდაცვის რეფორმები ახალ სისტემებზე გადადის.

„ჯანდაცვის სისტემა ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა და მოითხოვს პერიოდულ განახლებას, მოდერნიზაციას ძირითად მიდგომებზე. გამონაკლისი არც ჩვენი სისტემაა. საყოველთაო ჯანდაცაზე გადასვლით ჩვენ, მოვახერხეთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის სერვისებზე მიწვდომადობის გაზრდა.

თუმცა, თუ ისეთივე ეფექტურობის ან მეტი ეფექტურობა არ განხორციელდა ჯანდაცვის ხარისხზე და მის ფასწარმოქმნაზე, პროექტის ეფექტურობა იქნება დაბალი. ჩვენ წელიწადზე მეტი ვმუშაობდით ამ შესაძლებლობებზე და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჯანდაცვის ხარისხზე და ფასწარმოქმანაზე, ისევ როგორც მის წვდომადობაზე განვახორციელოთ ახალი ინოვიაციური, აქმდე არ გამოყენებული მეთოდები.

როგორიც არის კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის ახალი მოდელები, ჯანდაცვისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ახალი სისტემები და მე მჯერა, რომ ეს მიდგომა და დღევანდელი გაფორმებული ხელშეკრულება მართლაც მაღალი კლასის პროფესიონალებთან შესაძლებლობას მოგვცემს ეს პროექტი წარმატებით განვახორციელოთ. ჯანდაცვის რეფორმები ახალ სისტემებზე გადადის, “- განაცხადა სერგეენკომ.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრისას ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის ხარისხზე საქართველოში.

“ის რაც უკვე გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლით, აუცილებლად საჭიროებს ხარისხობრივ მოგვარებას, მარტივად რომ ვთქვათ არ უნდა ჭირდებოდეს საქართველოს ამდენ მოქალაქეს საზღვარგარეთ მკურნალობის ძებნა. უკვე სახელმწიფოს საკმარისი რესურსები აქვს იმისთვის, რომ ადგილზე დაიწყოს ამ მიმართულებების განვითარება და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იყოს საჭირო ჩვენი პაციენტების საზღვარგარეთ წასვლა,” – განაცხადა სერგეენკომ.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება ექნება, რომ ეს მოდელი მოქმედებაში იხილოს: დახმარების ხელმისაწვდომობითა და ხარისხით, სამკურნალო პრეპარატების ფიზიკური ხელმისაწვდომობით და პროფილაქტიკით და ასევე სრული რეაბილიტაციით.

„ჯგუფში შედიან, ჯანდაცვის ექსპერტები, ის ადამიანები, რომლებსაც გლობალური ჯანდაცვის პროექტების შექმნისა და რეალიზაციის დიდი გამოცდილება გააჩნიათ. დადებული ხელშეკრულების თანახმად, ალიანსი იმუშავებს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზე.

ასევე კონცენტრირებული იქნება ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორებიც არის: სტანდარტებისა და ნორმების სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას; ნაციონალური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლების შექმნა; სამედიცინო და ფარმაკოლოგიური პროდუქტების თანამდეროვე, სამართლიანი და ეფექტური მარეგულირებელი სისტემის მშენებლობა და მათი უსაფრთხოების მონიტორინგი ხარისხის კონტროლის ჩათვლით; ქვეყანაში ამჟამად მოქმედი „ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის“ გარდაქმნა სახელმწიფო აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სისტემად, რომელიც დაფუძნებული იქნება მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასა და ევროპულ სტანდარტებზე;

ადგილობრივ დონეზე სამკურნალო დაწესებულებების ქსელის ორგანიზება, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნება პაციენტებთან და რომელშიც სამედიცინო მომსახურების ოპტიმალური სპექტრის მიღება იქნება შესაძლებელი; მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის სფეროში ტექნოლოგიების ფართო დიაპაზონის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ჯანდაცვის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება (გულ–სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები და შაქრის დიაბეტი)“ – აღნიშნა გაეროს აივ/შიდისის გაერთიანებული პროგრამის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა ჟან-ელი-მალკინმა.

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოსთვის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა ყველაზე პრიორიტეტული საკითხია.

საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ მოსახლეობისთვის ჯანდაცვის შენარჩუნება მთავარი ფასეულობაა და ეს არის საყრდენი ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, ” – ჟან-ელი-მალკინმა პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოსა და საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს Global Alliance for Health and Social Compact-ს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი.

ინფო9

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …