მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საქართველო ჯანდაცვაზე რეკომენდირებული თანხის მინიმუმსაც არ გამოყოფს
საქართველო რეკომენდირებული თანხის მინიმუმსაც არ გამოყოფს ჯანდაცვის დაფინანსებაზე. რომ გადავხედოთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებზეც ნაკლებს ვხარჯავთ.

საქართველო ჯანდაცვაზე რეკომენდირებული თანხის მინიმუმსაც არ გამოყოფს

2015 წელს სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე 650 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ჯანდაცვის სპეციალისტი თენგიზ ვერულავა ამბობს, რომ ეს თანხა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულზე ბევრად ნაკლებია.

როგორც ვერულავამ “ბიზნესკონტაქტს” განუცხადა, საქართველო ჯანდაცვაზე მეზობელ ქვეყნებთან შედარებითაც ნაკლებს ხარჯავს.

თავდაპირველად მნიშვნელოვანია, თუ რამდენია გამოყოფილი სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის სისტემის დასაფინანსებლად, შემდეგ – რამდენად საკმარისია ეს თანხა და რამდენად ეფექტურად იხარჯება იგი. ამისათვის კი კრიტერიუმები, მაჩვენებლები და რეკომენდაციები არსებობს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს შემუშავებული. შემიძლია სამი კრიტერიუმის დასახელება.

  • სახელმწიფო ჯანდაცვის დანახარჯები მთლიან სახელმწიფო დანახარჯებში 15 პროცენტი უნდა იყოს, ამ დროს ჩვენთან 6,9 პროცენტია;
  • მეორე – ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში სახელმწიფო დანახარჯები 40 პროცენტი უნდა იყოს, ჩვენ კი 29 პროცენტი გვაქვს;
  • მესამე – მთლიან შიდა პროდუქტში სახელმწიფო დანახარჯები 5 პროცენტითაა განსაზღვრული, ჩვენ კი 2,6 პროცენტი გვაქვს.

ჩვენთან ყველაფრის განხილვა ზედაპირულად ხდება. რა მეცნიერული გათვლები თუ კვლევები დგას ამის უკან – ამაზე კაციშვილი არ საუბრობს. ამ დროს საქართველო იმ თანხის მინიმუმსაც არ გამოყოფს, რაც რეკომენდირებულია. რომ გადავხედოთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებზეც ნაკლებს ვხარჯავთ.

სახელმწიფოს ნება უნდა იყოს, რომ საკმარისი თანხა გამოყოს. ბოლო წლებში კი გაორმაგდა ეს თანხა, წელსაც 800 მილიონი არის დაგეგმილი და პირველად მოხდა მთელი 25 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ რეკომენდირებულის მინიმუმს მივუახლოვდით,“ – აცხადებს თენგიზ ვერულავა.

accent.com.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …