მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღო

საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღო

საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით გადაწყვეტყილება არ მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას გაცნხადებით, საბჭომ განიხილა წინადადებები, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინეს. მისივე თქმით, გაგრძელდება კონსულტაციები და დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა, რათა მიღებულ იქნეს გადაწყვეტილებები.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საბჭოს დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. გაბუნიას თქმით, საუბარი შეეხო მწვანე საშვის კონცეფციას როგორც ადამიანის უფლებების, ისე ფინანსური და ეკონომიკური ზეგავლენის კუთზით, ასევე ბიზნესაქტივობის მიმართულებით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვიდრე მოხდება ამ მექანიზმის სავალდებულო სახით დანერგვა, მნიშვნელოვანია ყველა პირობა იყოს, რათა აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები და არ დავდგეთ სერტიფიკატის გაყალბების საფრთხის წიანშე. მისივე თქმით, შრომის ინპექციის მხრიდან უნდა იყოს გარანტიები, რომ აღსრულება მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ გარანტიებზე მიდის მუშაობა და როგორც კი ისინი მზად იქნება, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, „მწვანე საშვის“ მექანიზმს არ ექნება დაუყოვნებელი შედეგი. „მწვანე საშვის“ მექანიზმი თუ ამოქმედდა, აქ გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი უნდა მიეცეს, როგორც მომხმარებელს, ასევე დამსაქმებელს და დასაქმებულს, რომ თუ მათ აქამდე არ მიუღიათ აცრის გადაწყვეტილება, ახლა აიცრან.

მისივე განცხადებით, „მწვანე საშვი“ არ არის ერთადერთი საშუალება, რომ მოქალაქეები აიცრან.

„„მწვანე საშვის“ მექანიზმი არ არის ერთადერთი და არც მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ როგორც კი ეს მექანიზმი ამოქმედდება, არც ერთ ქვეყანაში ეს არ მომხდარა და არც ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უეცრად ვაქცინაციის პროგრამა დაუბრუნდება დღეში 30 ათას აცრას. ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომ კიდევ დამატებითი სტიმული შეიქმნას იმ ადამიანებისთვის, ვინც აქამდე ვაქცინაცია ვერ გადაწყვიტა. თუმცა სხვა ყველაფერი დანარჩენი უნდა გაგრძელდეს. რა იქნება „მწვანე პასპორტის“ მოსალოდნელი შედეგი მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან რთულია ამაზე საუბარი, ყველაფერი არის ქვეყნის სპეციფიკიდან, მოლოდინებიდან და განწყობებიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი საშუალება“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …