მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯების შემცირება უნდა გახდეს
სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯების შემცირება უნდა გახდეს

სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯების შემცირება უნდა გახდეს

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის საყოველთაობა და უნივერსალიზმი  დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, რაც დაბალშემოსავლიანი ქვეყნის ბიუჯეტისათვის მძიმე ტვირთია, –   ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თენგიზ ვერულავამ განუცხადა.

„საქართველოს არ შეუძლია ყველასთვის ჯანდაცვის სრული პაკეტის დაფინანსება. სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯების შემცირება უნდა გახდეს”, – აცხადებს ვერულავა.

ვერულავა მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს დაფინანსება უმთავრესად კონცენტრირებული უნდა იყოს ბენეფიციარებზე, რომელთაც ამ დახმარების გარეშე სიღარიბე ემუქრებათ.

„შესაბამისად, მიზანშეწონილია მოსახლეობის ამ ჯგუფებზე განსაზღვრული სადაზღვევო პროგრამის გაფართოება და იმ კომპონენტების ჩართვა, რომლებიც ჯანდაცვაში ერთ-ერთ მნიშვნელოვანს წარმოადგენს (მედიკამენტები). მოსახლეობის დანარჩენი ჯგუფები უნდა იყვნენ დაცული კატასტროფული ხარჯებისაგან (მაღალხარჯიანი სამედიცინო სერვისები) წინასწარი გადახდის სქემების მეშვეობით”, – განაცხადა ვერულავამ.

ghn.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …