მთავარი » რეფორმები » სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს პრეპარატების იმპორტზე და შეღავათიან ფასებში გაყიდოს
საკმაოდ სერიოზული საკითხია წამლების მაღალი ფასები,სახელმწიფომ ალბათ თავად უნდა უზრუნველყოს პრეპარატების იმპორტი და მინიმალურ ან შეღავათიან ფასებში გაყიდოს.

სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს პრეპარატების იმპორტზე და შეღავათიან ფასებში გაყიდოს

ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას იწყებს. რეფორმის ფარგლებში, განახლდება პირველადი რგოლის ინფრასტრუქტურა და გადამზადდება მედპერსონალი. პირველადი რეფორმის მთავარი მიზანი დაავადებათა პრევენცია და ადრეულ სტადიაზე გამოვლენაა.

ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმას და მედიკამენტების ფასების პრობლემას ცნობილი მსახიობი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე გამოეხმაურა.მისი აზრით, ჯანდაცვის სამინისტრომ ყურადღება უნდა გაამახვილოს პროფილაქტიკურ კვლევებსა და დაავადებების პრევენციაზე. ტყაბლაძე თვლის, რომ კარგი იქნება, თუ სამინისტრო ამ ახალი რეფორმის ფარგლებში სწორედ ამ მიმართულებებს მიაქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას.

მსახიობი აღნიშნავს, რომ პროგრამა, რომელიც სულ ახლახან დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელით ვიცნობთ, უდავოდ საჭირო იყო და სულზე მოუსწრო ათასობით ინფიცირებულ ადამიანს.

„ასევე, არაჩვეულებრივი პროგრამაა საყოველთაო ჯანდაცვა, მაგრამ სწორედ პირველადი რგოლის ექიმების მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ხელფასები აქვთ ძალიან დაბალი და უწევთ კოლოსალური შრომის გაწევა. კარგია, რომ იზრუნეს პაციენტებზე, პირადად გამოვცადე საკუთარ თავზე საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე, როდესაც დამჭირდა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა.

მართალია არ მიჭირს ფინანსურად, მაგრამ ერთბაშად იმდენ თანხას, რაც ჩემს ჯანმრთელობას დასჭირდა, ერთბაშად როგორ ვიშოვიდი, არ ვიცი. მაგრამ ექიმსაც ხომ უნდა სათანადო ანაზღაურება?! მე მისაუბრია ექიმებთან, კერძოდ კი ოჯახის ექიმებთან და ვიცი კარგად მათი პრობლემების შესახებ“, – აღნიშნა ტყაბლაძემ.

„ჯანდაცვის სამინისტროს, როგორც ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ უწყებას გამოვყოფდი, თუმცა ხარვეზებიც უნდა ვახსენოთ. დაახლოებით ერთი წელი გავიდა, რაც წამლებიც რეცეპტით გაყიდვის რეგულაცია დაიწყო ქვეყანაში, ვფიქრობ ეს მიდგომა სწორია, მაგრამ არის პირველადი მოხმარების წამლები, წნევის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბიოტიკების გარკვეული კატეგორია, რომელიც უცებ შეიძლება დასჭირდეს ადამიანს და სანამ ექიმთან მივა, როგორ მოითმინოს სიმპტომები?! ვფიქრობ, გადასახედია კიდევ ერთხელ, თუ რომელი წამლები უნდა გაიცემოდეს რეცეპტით და რომელი არა“, – მიაჩნია მსახიობს.

მისი აზრით, არანაკლებ სერიოზული საკითხია წამლებზე არსებული მაღალი ფასები.

„ჩემს ახლობელს საყოველთაო ჯანდაცვის წყალობით, ოპერაცია მხოლოდ 150 ლარი დაუჯდა, მაგრამ წამლებში საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ 600 ლარი გადაიხადა. იმდენად ძვირია ანტიბიოტიკები, რომ სამარცხვინო ხდება უკვე. კომპანია თუ ბიზნესმენი, რომელიც ამხელა მოგებაზე მუშაობს ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, სამარცხვინოდ იქცევა.

სახელმწიფომ ალბათ თავად უნდა უზრუნველყოს პრეპარატების იმპორტი და მინიმალურ ან შეღავათიან ფასებში გაყიდოს. ექიმებისა და მოსახლეობის ხარჯზე რომ არის პაციენტების სიკეთე, პრეპარატებზეც ისე გათვალონ, რომ ღირდეს იაფი. ნუ იქნება მხოლოდ კერძო აფთიაქები, იყოს სახელმწიფო აფთიაქებიც“- ამბობს ასმათ ტყაბლაძე

info9.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …