COVID-19-ზე ტესტირების პროგრამაში ცვლილებებიშედის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი მარტიდან, PCR ტესტირება სახელმწიფოპროგრამის ფარგლებში აღარ დაფინანსდება, თუმცაგრძელდება სწრაფი ანტიგენ ტესტირების პროგრამა.
კოვიდ–ტესტირების რეჟიმების გადახედვამიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისგათვალისწინებით მოხდა.
ქვეყანაში ძირითადი გავრცელების ვარიანტად რჩებაომიკრონი და გავრცელების პიკური სიდიდეებიგადავლილია.
აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელსაქვს კლებადი სახე, ხოლო შემთხვევათა უმეტესობაასიმპტომურად, ან მსუბუქი სიმპტომებითმიმდინარეობს.
COVID–19-ის სიმპტომების მქონე პირები, რომელთაცანტიგენ ტესტის პასუხი უარყოფითი აქვთ უნდადარჩნენ იზოლაციაში, მინიმუმ, 5 დღისგანმავლობაში. მდგომარეობის შემდგომი მართვისგეგმა კი უნდა ჩამოყალიბდეს სიმპტომების დაკლინიკური მდგომარეობის შესაბამისად.
PCR ტესტირება ნარჩუნდება მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებში, საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად.